ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ნახევარფინალშია.

სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 584 ქულით, მესამე ადგილით დაასრულა. ამდენივე ქულა დააგროვა პნევმატურში ბერძენმა ოლიმპიურმა პრიზიორმა ანა კორაკაკიმ, თუმცა, მას უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აღმოაჩნდა და მეორეზეა, შესარჩევი კი მოიგო ჩინელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ჯინჯინ ჭანმა - 592 ქულა.

ნახევარფინალურ ოქტეტში 583 ქულით ასევე მოხვდნენ გერმანელი ევროპის რამდენიმეგზის მედალოსანი მონიკა კარჩი, ბულგარელი ევროპის პრიზიორი ანტოანეტა ბონევა, ხოლო 582-ით - ჩრდილო კორეელი იონ სუკ იო, შვეიცარიელი ევროპის სამგზის ჩემპიონი ჰაიდი გერბერ დიჩელმი და რუსი ეკატერინა კორშუნოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი