"მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო..." - რას ყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმის კლუბში ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს

"მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო..." - რას ყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმის კლუბში ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც 500 ლარის გადახდი ჩეკია ასახული. როგორც "ფეისბუქში" ფოტოს გამავრცელებელი ნათი აჯანჯღავა ირწუნებოდა, ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში არაბ ბიზნესმენს ერთ ფინჯან ჩაიში სწორედ 500 ლარი გადაახდევინეს.

palitratv.ge-ს გადამღებმა ჯგუფმა მიაკვლია არაბ მამაკაცს, რომელმაც 500 ლარი გადაიხადა ჩაიში. ის 47 წლის ბიზნესმენი აბდულ აზიზი აღმოჩნდა. იგი ინტერვიუში ყვება, რომ ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღით ჩავიდა და ჩასვლის პირველსავე საღამოს ღამის კლუბში სტუმრობა ძვურად დაუჯდა:

იხილეთ ვიდეო

"საღამოს ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი კლუბში წავეყვანე. მან კლუბ "დუბაიში" წამიყვანა. 10 წუთი ვიჯექი, ჩაი შევუკვეთე და ვუთხარი ანგარიში მოეტანათ. მომიტანეს ჩეკი, რომელსაც 700 ლარი ეწერა, ვუთხარი რომ შეცდომა იყო და მე მხოლოდ ჩაი შევუკვეთე, მაშინ ამაყენეს ადგილიდან და ოთაშში შემიყვანეს, სამი კაცი შემომყვა, სამივე ძალიან დიდი იყო, მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო. ვუთხარი, რომ მეგობართან დავრეკავდი, თუმცა ტელეფონიც არ ამომაღებინეს.

სულ 500 ლარი მქონდა, ამიტომ ახალი ქვითარი მომიტანეს, სადაც 500 ლარი ეწერა, მივეცი ფული და ვუთხარი ჩეკი ამოერტყა, რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონოდა. გადავიხადე თუ არა, უხეშად მითხრეს, რომ კაფე დამეტოვებინა" - ყვება არაბი ბიზნესმენი და დასძენს, რომ "ბარი სავარაუდოდ თურქული იყო და მათი საუბარი ვერ გაარჩია".

აბდულ აზიზი იხსენებს, რომ დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა თბილისში ცოტა ხნის წინ:

"ეს არის "მაფია" სხვა არაფერი. დამაყაჩაღეს სხვა რა შეიძლება ამას უწოდოს. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ალბათ აღარავის მოუნდება აქ ჩამოსვლა. თბილისშიც მქონდა მსგავსი შემთხვევა. ელბაქიძის გვირაბში რომ ბარებია იქ. წინა წელს შევედი თუ არა, ბართან მისულს არაფერი მქონდა შეკვეთილი, უცებ შამპანიური გახსნეს და მეუბნებოდნენ გადაიხადეო" - ამბობს 47 წლის ბიზნესმენი.

AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს არაბი ბიზნესმენის მიერ დასახელებულ კლუბს ბათუმში, თუმცა როგორც ირკვევა, ობიექტი საღამოს 21:00 საათიდან იწყებს მუშაობას. კლუბის ხელმძღვანელობის კომენტარს მათთან დაკავშირების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი