"კუმისელი მოჩვენების მეშინია" - რა მოსწონს მელანოს ხასიათში რუსკა ქარქაშაძეს?

"კუმისელი მოჩვენების მეშინია" - რა მოსწონს მელანოს ხასიათში რუსკა ქარქაშაძეს?

შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსკა ქარქაშაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია. მაყურებელმა სერიალიდან - "ხელოვნური სუნთქვა", მელანოს როლით გაიცნო.

რუსკა ჟურნალ "გზის" რუბრიკა "დაუსრულებელი წინადადება" მასპინძლობს:

- მინდა, მომავალში გამოვიდე...

- ...მსახიობი. სულ პატარა რომ ვიყავი, ეს სურვილი იმ ასაკიდან მაქვს და ზუსტად ვიცი, აზრს მომავალშიც არ შევიცვლი. ვიქნები მსახიობი და შევასრულებ ბევრი სხვა პროფესიის ადამიანის როლს - ეს ძალიან საინტერესოა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...როცა ძალიან დაღლილი ვიყავი. ოღონდ, ეს გადაღების დროს არ მომხდარა. რთულმა რეჟიმმა დამღალა. ძალიან მიხარია, რომ "ხელოვნურ სუნთქვაში" მოვხვდი. ბოლო პერიოდში გადასაღებ მოედანზე ძალიან დიდ დროს ვატარებდი, გადაღება ღამის საათებშიც გვიწევდა, ზოგჯერ ღამეც გაგვითენებია. მართალია, სკოლაში არდადეგები დამემთხვა, მაგრამ ჩოგბურთზეც დავდივარ და ვარჯიშსაც დიდი დრო მიაქვს. ამ სერიალს პიროვნულად არაფრით შევუცვლივარ. ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი. უბრალოდ, პოპულარობა მომიტანა და ძალიან ბევრი ადამიანი მცნობს.

- როცა ეკრანზე საკუთარ თავს ვუყურებ...

- ...გულწრფელად გითხრა, ვამაყობ, რომ ის კონკრეტული სცენა კარგად გამომივიდა. საკუთარი თავი მომწონს. განცდა, რომ შეიძლებოდა უკეთესად მეთამაშა, ჯერ არ მქონია. გადასაღებ მოედანზე მაქსიმალურად ვიხარჯები და შედეგიც სახეზეა.

- ჩემი გმირი - მელანო...

- ...ჩემგან სრულიად განსხვავებული გოგოა. მის საქციელში ძალიან მომეწონა ბოლო ქმედებები, როცა მამას თამუნასთან დაახლოებაში შეუწყო ხელი. ვთვლი, რომ სწორად მოიქცა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ სეზონზე. გადაღებები სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.

- მეშინია...

- ...დიდi ხანია, მისტიკური შიშები მაქვს, ამიტომ სახლში მარტო არასდროს ვრჩები. წიგნებში წაკითხული ან ფილმებში ნანახი აზრები ამეკვიატება ხოლმე. კუმისელი მოჩვენების მეშინია. მგონია, სახლში შემომივარდება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ერთხელ რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა მითხრა: სცენაზე არ უნდა გეტყობოდეს, რომ თამაშობ. მართლა შენს გმირად უნდა გადაიქცე და მაყურებელმა სიყალბე არ უნდა შეგამჩნიოსო. ეს დარიგება ძალიან მადგება ხოლმე.

...

კამერები რომ ჩაირთვება, მე ვხდები მელანო, შევდივარ როლში და მერე აღარაფერზე ვნერვიულობ. ამ სერიალმა პოპულარობასთან ერთად, ახალი მეგობრები შემძინა. თორნიკე გოგრიჭიანი ხშირად მეხმარება. ის მართლა ძალიან მიყვარს. რჩევებს ეკა დემეტრაძისგანაც ვიღებ. მე და ეკა ერთად ხშირად ვართ, ჩვენს ურთიერთობაში ასაკობრივი ბარიერი არ იგრძნობა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 11 აგვიტოს ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი