ვალერი ლიპარტელიანი ნახევარფინალშია

ვალერი ლიპარტელიანი ნახევარფინალშია

10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალურ შეხვედრა მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან გამართა და ორი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ დაამარცხა მეტოქე.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ დონჰან გვაკს შეხვდება.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან ჯერ ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი შებოჭა, შემდეგ კი - ნაურუელი ოვინი უერა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი