ბანკის ვალიდან თავის დაძვრენა შეუძლებელი ხდება

ბანკის ვალიდან თავის დაძვრენა შეუძლებელი ხდება

საქართველოს მოსახლეობას საფინანსო სექტორის მიმართ არსებული სესხის დაფარვა ისევ უჭირს.

ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი დეფოლტის ზღვარზეა. ამასთან, იზრდება გადაუხდელი კრედიტების რაოდენობაც. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იანვართან შედარებით, ივლისში კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 82 171 მლნ ლარით, ანუ 28,1%-ით მოიმატა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების ოდენობამ კი - 35,4%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 374 295 000 ლარი შეადგინა, რაც 28,1%-ით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით. სებ-ის მონაცემებით, 2016 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 292 124 000 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას დღეს ბანკისთვის დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს, ვიდრე წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. ეს ზრდის რისკს იმისას, რომ მსესხებელმა ბანკის დავალიანება დროულად ვერ დაფაროს. სებ-ის მონაცემებით, იანვართან შედარებით, ივლისში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 35,4%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, იანვარში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებიდან ვადაგადაცილებული იყო 165,8 მლნ ლარი, ივლისში კი - 224,6 მლნ ლარი.

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელიც, იანვართან შედარებით, 18,5%-ით არის მომატებული. თუ იანვარში ეს რაოდენობა იყო 126,2 მლნ ლარი, ივლისში 149,6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის, ამ შემთხვევაში კი მსესხებლის, გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება კვლავ უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი