ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახური ფოტოები - რომელი ცნობილი ოჯახის სიძეა ოლიმპიელი სპორტსმენი

ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახური ფოტოები - რომელი ცნობილი ოჯახის სიძეა ოლიმპიელი სპორტსმენი

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, 29 წლის ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, იგივე ლიპო, ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორია.

ლიპოს მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. ასევე გახლავთ, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში.

წარმატებულ სპორტულ კარიერასთან ერთად, სპორტსმენს წარმატებული ოჯახური ცხოვრებაც აქვს. ლიპარტელიანი 2013 წელს დაქორწინდა გიული ჭკუასელზე. გოგონა ცნობილი ქორეოგრაფის, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია.

გიული ჭკუასელი ბავშვობაში "ერისიონში" ცეკვავდა დღეს კი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავთ - დათა და დემეტრე ლიპარტელიანები.

დაათვალიერეთ ლიპოს ოჯახური ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი