თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.