რას გულისხმობს ელექტრონული რეცეპტი და როგორ შეიძენთ შემოდგომიდან წამლებს აფთიაქებში

რას გულისხმობს ელექტრონული რეცეპტი და როგორ შეიძენთ შემოდგომიდან წამლებს აფთიაქებში

ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის. ამასთან დაკავშირებით დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მისმა მოადგილე ნინო ბერძულმა ბრიფინგი გამართეს.

ელექტრონული რეცეპტის ახალი სისტემა გულისხმობს იმას, რომ უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა.

მინისტრის ინფორმაციით, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებში.

"რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან", - განმარტა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა ინიციატივის უპირატესობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრონული რეცეპტის სისტემა არის კომფორტული და ოპერატიული. ამასთან განულდება "ყბადაღებული თემა ექიმის გაუგებარი ხელწერის შესახებ", ასევე მედიკამენტის შერჩევასა და დოზირებაში გამოირიცხება შეცდომა და დაინერგება ხარისხის კონტროლის უმძლავრესი ინსტრუმენტი.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პაციენტის ნებართვის გარეშე მის მონაცემებს ვერავინ ნახავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა, სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოცხადდება კონკრეტული ვადა, რის შემდეგადაც პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეტაპობრივად შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო ისტორიის და სრული კვლევების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი