ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა

ქალბატონი თამადები და სუფრა, სადაც ზურა ბერიკაშვილი ლამის გაიგუდა

"კარგ თამადად კი არა, საერთოდ, თამადად არ მიმაჩნია თავი! ძალიან იშვიათად ვუძღვები სუფრას და მაშინაც, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი და არც სადღეგრძელოების თანამიმდევრობას ვიცავ!" - ქართული სუფრის ტრადიციებზე ზურა ბერიკაშვილი გვესაუბრა...

- ქართული სუფრა მართლაც, განსაკუთრებულია! თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ხალხია თავმოყრილი! ადამიანები ქმნი­ან სუფრას! როცა ყველაფერი გადადის ღრეობასა და მხოლოდ თრობაში, ეგ აღარ არის ქართული ტრადიცია! როდესაც სუფრას უძღვება ღირსეული და ჭკვიანი ადამიანი, იქ შეიძლება, ბევრი რამ ისწავლო, ბევრ რამეზე დაფიქრდე და ამავდროულად, გაერთო, დრო სასიამოვნოდ გაატარო!

- განსაკუთრებულ თამადებს შორის ვის გაიხსენებთ?

- განსაკუთრებულად კარგი თამადები იყვნენ: კოტე მახარაძე, გოგი გელოვანი, თემიკო ჩირგაძე... ერთხელ ზუგდიდში მოვხვდი სუფრაზე, რომელსაც ბორის წიფურია უძღვებოდა. იქ საჭმელიც ვერ გავსინჯე და ვერც დავლიე; მივიდოდი თუ არა სუფრასთან, მაშინვე გარეთ გამოვრბოდი, სიცილისგან რომ არ გავგუდულიყავი. ბორის წიფურიას ისეთი იუმორით მიჰყავდა სუფრა, რომ იქ უმეტესობა ჩემს დღეში იყო... ჩემს ქორწილში თამადა იყო ზურაბ ქაფიანიძე. მან ხუთასკაციანი სუფრა ზღაპრულად წაიყვანა. დღემდე ყველას კარგად ახსოვს ის დღე და ძალიან ხშირადაც იხსენებენ მის თამადობას... ვყოფილვარ სუფრებზე, რომლებსაც ქალბატონები თამადობდნენ და ზემოთ ჩამოთვლილ ლეგენდებზე არანაკლებადაც! მაგალითად, ძალიან ძლიერი თამადა გახლდათ ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი! მისი სუფრა ლექსებით, იუმორითა და მრავალფეროვნებით იყო გაჯერებული. შევსწრებივარ ქალბატონი ლენა ყიფშიძის თამადობასაც: იგი შედარებით ვიწრო წრეში უძღვებოდა სუფრას და არაჩვეულებრივად გაართვა საქმეს თავი! ამ ქალბატონების თამადობით მამაკაცებიც აღფრთოვანებულები იყვნენ!

- ცნობილია, რომ ბატონი გივი ბერიკაშვილი განსაკუთრებულად კარგი თამადაა...

- კი, შეიძლება ითქვას, რომ გივი კარგი თამადაა, მაგრამ ხშირად არ უძღვება სუფრას... არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ამ საქმისგან თავი დაიძვრინონ. ზუსტად ეგრეა გივიც! თუმცა, ხანდახან მაინც უწევს. კარგ თამადებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი უფროსი მეგობარი, ანსამბლ "წინანდლის" ხელმძღვანელი, მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი. დღეს ვისი თამადობაც კი მინახავს, მათ შორის, ბატონი გურამი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული! მას საქართველოს თამადების საუკეთესო ხუთეულში შევიყვანდი!... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი