შეძლებული ოჯახების შვილები სასკოლო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს სავარაუდოდ მომავალი წლიდან აღარ მიიღებენ

შეძლებული ოჯახების შვილები სასკოლო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს სავარაუდოდ მომავალი წლიდან აღარ მიიღებენ

სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეებს შესაძლოა აღარ გადაეცეთ. შესაბამის ინიციატივაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული წესი წელს არ ამოქმედდება, თუმცა ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან მსგავსი საშუალება გაჩნდება.

"მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველ კლასელების კომპიუტერებით შესაძლოა აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, 40 000 ლარი ვთქვით ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მე მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ და საშუალება გვაქვს ჩემი, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი