"ვხედავ კოსტავას ამოსახვევთან მანქანის მიერ გატანილი კაცი გდია ასფალტზე..." - ბაია პატარაია

"ვხედავ კოსტავას ამოსახვევთან მანქანის მიერ გატანილი კაცი გდია ასფალტზე..." - ბაია პატარაია

"ქალთა მოძრაობის" წევრი ბაია პატარაია თბილისში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, რომელსაც ის ტავად შეესწრო.

"გმირთა მოედანთან მანქანა დავატრიალე და შენელებულ მოძრაობაში ვხედავ კოსტავას ამოსახვევთან მანქანის მიერ გატანილი დიდი კაცი გდია ასფალტზე. არც პოლიცია, არც სასწრაფო, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი, ერთ 5 მეტრში კაცები დგანან და არავინ ეკარება ამას; მანქანებიც ნელი სვლით გვერდს უვლიან და აგრძელებენ სვლას. გავცდი მეც. ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატო გდია ეს კაცი ასე უპატრონოდ. ვითომ მკვდარია და მაგიტომ აღარ ეკარება არავინ? სადღაც მივაჩერე მანქანა და დავეშვი ფეხით. მე და სასწრაფო ერთად მივედით, პატრული უკვე ადგილზე იყო. ამ კაცს თავი კი ჰქონდა გასისხლიანებული, მაგრამ ცოცხალი იყო, ლაპარაკობდა და იდაყვს ეყრდნობოდა, გადააწვინეს საკაცეზე და მანქანაში შეიყვანეს. შექუჩებული კაცებისკდნ გავწიე.

ერთი კაცი მეორე ახალგაზრდა, სპორტული აღნაგობის კაცს ეუბნებოდა, ჩაიწერე ჩემი ნომერი, მე შენ წინ მივდიოდი და დარტყმის ხმა რომ გავიგე, მოვიხედეო. დავადასტურებ, რომ ჩქარა არ მოდიოდი და შენი ბრალი არ იყოვო.

წამოვედი. მანდ ყოველთვის მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდივარ, იმდენად სახიფათო ადგილია. შესაბამისად, კარგად მახსოვს მაგ ჩაბნელებული მიწისქვეშას აყროლებული სუნი და ჩახდილი ეგზიბიციონისტები, რომლებიც უხამსობებს გიყვირიან, როცა ჩაუვლი.

ნარმანია დღეში სამჯერ, ყოველი სადილის წინ, მაგ მიწისქვეშა გადასასვლელში უნდა უნდა ატარო", - წერს პატარაია "ფეისბუქზე".

"მიყვარხარ" - მონიკა ბელუჩის ქალიშვილმა დევა კასელმა, შეყვარებულთან ერთად გადაღებული, ინტიმური ფოტოები გაავრცელა

"ჩემი პირველი ცდა" - ანუკი არეშიძე ფერმაში ცხოველებსა და ფრინველებს უვლის

"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?