დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, ამის მიზეზი გეგმური სამუშაოების ჩატარებაა.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის დასახლების , ჭრელაშვილის, ნავთლუღისა და წერნაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, - ნათქვამია ”თელასის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.