მდინარეს შეწირული ძმები: "დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან"

 მდინარეს შეწირული ძმები: "დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან"

გასულ კვირას სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ტრაგედია დატრიალდა - 19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხრჩვნენ. მომხდარის დეტალებზე 15 აგვისტოს ნომერში წერს გაზეთი "კვირის პალიტრა", გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

დიდი ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხაზალია:

- გუბისწყლიდან სილა და ხრეში ავტობანისთვის მიაქვთ. მთელი გუბისწყალი გადაჩიჩქნილია და ეს ტრაგედიაც ამიტომ მოხდა. რაც დიდ ჯიხაიშში ხდება, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყველა ოჯახში გლოვაა. ვანიკო ჩვენი სიამაყე იყო. ინტელექტუალურ შეჯიბრებებში სულ იმარჯვებდა. ასეთივე კარგი იყო თემურიც, მეგობრული, უნიჭიერესი... საწყალი დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან. ერთ ძმას გული ჰქონდა გახეთქილი, მეორეს - ფილტვი.

წაიკითხეთ სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "მდინარეს შეწირული ძმები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი