ერთი ქმრის ოთხი "ბრმა" ცოლი

ერთი ქმრის ოთხი "ბრმა" ცოლი

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ. ამას წინათ წავიკითხე "გზავნილებში" მსგავსი ამბავი, მაგრამ ჩემი გაცილებით საინტერესო და დაუჯერებელი მგონია…

ზურა რომ გავიცანი, ისე მომეწონა, თავი დავკარგე. მაშინ ის 37 წლის იყო, - 14 წლით ჩემზე უფროსი, მაგრამ ასაკობრივ სხვაობას რას დავეძებდი... სამ-თვიანი ურთიერთობის შემდეგ სიყვარულში გამომიტყდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ოჯახში მოვიდა და მამაჩემს სთხოვა ჩემი ხელი. ზურას მშობლები არ ჰყავდა, მისი ნათესავებიდან კი ძალიან ცოტანი იყვნენ ქორწილში. ზურა იმდენად მიყვარდა, რომ თვალდახუჭული ვენდობოდი და რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი მჯეროდა.

ჩვენი 8-წლიანი ცოლქმრობის განმავლობაში სულ რამდენჯერმე შევხვდი ზურას ნათესავებს. ჩემს ქმარს ისინი გულზე არ ეხატებოდა. გულდაწყვეტილი მიამბობდა - დეიდა მზრდიდა, სანამ მიჭირდა, არავის ვენაღვლებოდი, ფეხზე რომ დავდექი, მერე გავახსენდი ბევრს, ასეთი ნათესავი არ მჭირდებაო...

შვილები სკოლაში რომ მივიყვანე, მაშინ შევიტყვე, რომ ჩემს მეუღლეს სხვა ოჯახიც ჰქონია. მეგობარმა ამბავი მომიტანა, - შენს ქმარს ერთ ახალგაზრდა ქალთან და ორი წლის ბავშვთან ერთად ხშირად ვხედავო. ზურა ბოლო წლებში სხვა სამსახურში გადავიდა, ხშირად უწევდა მივლინებებში წასვლა. ამიტომ შეგუებული ვიყავი, რომ შინ ღამე არ მოდიოდა... - ზურა და სხვა ქალი? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ შინ დაბრუნებულ ქმარს არაფერი ვკითხე. ესეც მეგობრის რჩევით გავაკეთე. მან მითხრა, - ტყუილუბრალოდ ნერვიულობასა და ჩხუბს, სჯობს თვალი მიადევნო და ფაქტზე გამოიჭიროო. ასეც მოვიქეცი. როცა ზურამ მითხრა, - მივლინებაში მივდივარ ერთი კვირითო, გადავწყვიტე, შემემოწმებინა მისი სიმართლე. ჩემი მეგობრისგან დაახლოებით ვიცოდი იმ ახალგაზრდა ქალის მისამართი. მეგობარმა მანქანით მომაკითხა და დილიდანვე წავედით საეჭვო მიდამოების დასაზვერად. პირველმა დღემ ისე ჩაიარა, "ეჭვმიტანილები" არ შეგვიმჩნევია, მეორე დღეს კი ზურა და ის ქალი შორიდანვე დავინახეთ და პატარა გოგონაც თან ახლდათ. უკან გავყევით. ერთ დიდ სახლს მიადგნენ. უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ზურას საყვარელი ჰყავდა. მეგონა, რომ ბავშვიან ქალთან მღალატობდა, მაგრამ თურმე მთავარი ჯერ კიდევ წინ მქონდა...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი