სექტემბრიდან იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდება

 სექტემბრიდან იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდება

სექტემბრიდან იმპორტირებული პროდუქტი, როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო სექტორში, 7-15%-ის ფარგლებში გაძვირდება.

იმპორტიორთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით მოლოდინი გაუცრუვდათ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს უცხოურ ბაზრებზე ფასი იზრდება, რაც ცვლილებას ადგილობრივ ბაზარზეც გამოიწვევს. არის განსხვავებული მოსაზრებაც. იმპორტიორების მეორე ნაწილი ამბობს, რომ საფასო ცვლილებისთვის ამ ეტაპზე საბაბი არ არის და თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა, გაძვირების გზას არ დაადგებიან.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის, კომპანია "გრანდის" დამფუძნებლის ივა ჭყონიას განცხადებით, სექტემბრიდან, როგორც კი მოთხოვნა მოიმატებს, ფასის ზრდა აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტზე მოუწევთ.

"ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი გვქონდა. პირველ რიგში, იმედს ტურისტულ სეზონზე ვამყარებდით და გვეგონა, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ლარის კურსს მეტ-ნაკლებად დააბალანსებდა. ამან არ გაამართლა და გარკვეული ზომების მიღება მოგვიწევს. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ამიტომ ახლა აბსოლუტურად სხვა მოლოდინია სექტემბერთან დაკავშირებით. ბევრი იმპორტიორი საფასო პოლიტიკას შეცვლის. ზაფხული ისედაც მკვდარი პერიოდია ვაჭრობისთვის, რადგან ძირითადი მასა დასასვენებლად გადის, ამიტომ გაძვირებისგან ამ ეტაპზე ყველა თავს იკავებს", - აცხადებს ჭყონია.

მისი თქმით, უკრაინაში ტვირთებთან დაკავშირებით არსებულმა შეზღუდვამაც გარკვეული გავლენა მოახდინა და სიტუაცია უფრო მეტად დაამძიმა.

"საკმაოდ ბევრი საბაბი დაგროვდა, რომ ცვლილება დაიგეგმოს, საფასო პოლიტიკა შეიცვლება. ჩემი აზრით, 7-დან 15%-მდე გაიზრდება ფასი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი