როგორ აღმოჩნდნენ და ვისთვის იმღერეს ამერიკული ჯგუფის Big Mountain -ის წევრებმა ქართველი ქალბატონის სუფრაზე
ცნობილმა ამერიკულმა რეგ-პოპ ჯგუფმა Big Mountain ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ქართულ სუფრაზე მოილხინა. როგორც palitratv.ge -მ გაარკვია, ჯგუფის წევრებს ქართული სიმღერა მოეწონათ და ბოლოს შეუერთდნენ კიდეც სუფრას, სადაც ბათუმელები ირმა ჩხაიძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მასპინძლებმა, რომელთა შორის ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, თავიდან ვერ იცნეს სტუმრები, ბოლოს კი ერთად საუცხოოდ მოილხინეს. ვიდეო აღფრთოვანებული კომენტარებით მასპინძლებმა palitratv.ge -ს მიაწოდეს.