ორი ქართველი კვარცხლბეკზე: ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძე - ბრინჯაოს მედალოსანი!

 ორი ქართველი კვარცხლბეკზე: ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძე - ბრინჯაოს მედალოსანი!

16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.

გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

იხილეთ ვიდეო დაჯილდოვების ცერემონიალიდან

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

Historic day: Georgian anthem and two Georgian flags at Olympics 2016

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი