"ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

"ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ აკვრაში ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია!

22 წლის ლაშა ტალახაძის რეკორდს ეხმაურება უცხოური მედია. NBC Olympics‎, dfwatch.net, Los Angeles Times და სხვა გამოცემები ქართველი ძალოსანის მიერ ნაჩვენებ საუცხოო შედეგს ეხმაურებიან.

ასევე დაგაინტერესებთ| Вот это да! - სიხარულით აყვირებული რუსი კომენტატორის რეაქციები ლაშა ტალახაძის რეკორდზე

"ზებუნებრივი ძალოსანი" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას dfwatch.net, სადაც ტალახაძის მიერ დამყარებულ ახალ მსოფლიო რეკორდზეა ყურადღება გამახვილებული. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დაჯილდოვების ცერემონიალზე ოქროს მედალოსანი ტალახაძის გვერდით მისი თანამემამულე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირაკლი თურმანიძე იდგა. 32 წლის ძალოსანმა ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ირანელი ფავორიტის ბეჰდად სალიმის დამარცხებაზე ამახვილებს ყურადღებას გამოცემა NBC Olympics. 26 წლის სალიმი, რომელიც ქართველი მძიმეწონოსანის უმთავრესი მეტოქე და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახლდათ, ტალახაძეს მთავარ მეტოქედ მიიჩნევდა. ოლიმპიადამდე ერთ-ერთ ინტერვიუში მან ამის შესახებ განაცხადა: "სომხეთიდან, საქართველოდან და ესტონეთიდან რამდენიმე ახალი მოწინააღმდეგე მეყოლება და ურთულესი მისია მელის. ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო მეტოქე ქართველი ლაშა ტალახაძეა".

16 აგვისტოს გამართულ შეჯიბრებაში, ირანელ ძალოსანს აკვრაში სამი მცდელობა ჩაეშალა. მან პირველი ორი მცდელობისათვის მსაჯების მიმართ პროტესტი გამოთქვა და ძალები აღარ დარჩა მესამე ცდისათვის, წერს NBC Olympics.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი