როგორ დახვდნენ რიოდან დაბრუნებულ ვარლამ ლიპარტელიანს - შეძახილები და ემოციური ფოტოები აეროპორტიდან

როგორ დახვდნენ რიოდან დაბრუნებულ ვარლამ ლიპარტელიანს - შეძახილები და ემოციური ფოტოები აეროპორტიდან

10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ყველას ახსოვს დაჯილდოვების ემოციური კადრები, როცა კვარცხლბეკზე მდგარმა ლიპარტელიანმა ცრემლები ვერ შეიკავა მედლის გადაცემის დროს - მისი ერთადერთი სურვილი ოლიმპიური ოქროს მოგება იყო, თუმცა ის ამჯერად ვერცხლს დასჯერდა.

წაიკითხეთ: "ლიპო, აწიე თავი!" - როგორ ამხნევებენ ქართველები ვარლამ ლიპარტელიანს ვერცხლის მედლის შემდეგ

ოლიმპიელი სპორტსმენი სამშობლოში წუხელ დაბრუნდა. "ლიპო! ლიპო!" - ისმოდა შეძახილები აეროპორტში. ლიპარტელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანია, შესაბამისად ოჯახის წევრებთან, გულშემატკივრებთან და მეგობრებთან ერთად, მას აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ.

იხილეთ კადრები აეროპორტიდან

ასევე წაიკითხეთ:

ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახური ფოტოები - რომელი ცნობილი ოჯახის სიძეა ოლიმპიელი სპორტსმენი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი