"ბიბლუსი გალერეა" - წიგნების დიდი სივრცე ახლა უკვე ბათუმში

"ბიბლუსი გალერეა" - წიგნების დიდი სივრცე ახლა უკვე ბათუმში

ერთადერთი ადამიანი ნამდვილად არ ვარ, ვისაც კომფორტულ გარემოში, ჭიქა ყავით ხელში, წიგნის კითხვა უყვარს. თბილისში ასეთი ადგილი, სადაც შვილებთან ერთადაც სიამოვნებით გამიტარებია დრო, "ბიბლუსი გალერეაა". განსხვავებული კონცეფცია; სიგარეტის გამონაბოლქვისგან თავისუფალი სივრცე; წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი და ადგილზე კითხვის შესაძლებლობა; იქვე წასახემსებელი იტალიური მენიუ - მეტი რა უნდა მოინდომო, ჩაუჯდები და წაიკითხავ რასაც გინდა და რამდენხანსაც გინდა. ხშირად მიფიქრია - რა სასიამოვნო იქნებოდა მსგავსი გარემოს არსებობა ბათუმში. ქალაქი, რომელიც ყოველ ზაფხულს ისევე როგორც ჩემთვის, ალბათ უამარავი ადამიანისთვის აქტუალური ხდება. შვებულება, მუსიკალური ფესიტაველები თუ სხვა მრავალფეროვანი აქტივობა და რაც მთავარია, ზღვა - ნებისმიერ ჩვენგანს "აიძულებს" რამდენიმე დღით მაინც ეწვიოს ბათუმს. წიგნის კითხვის ჩვეულება კი ბათუმშიც ჩვეულებად რჩება და გარუჯვის, დასვენებისა თუ გართობის პარალელურად, დღეში ერთი-ორი საათით მაინც, ჩემს საყვარელ ლიტერატურას ვუბრუნდები. ალბათ ხვდებით, რა სასიამოვნო სიახლე იყო ჩემთვის, როდესაც აღმოვაჩინე, რომ "ბიბლუსი გალერეის" სივრცით სარგებლობა ბათუმშიც შემიძლია.

იგივე კონცეფცია: სუფთა, სიგარეტის გამონაბოლქვისგან თავისუფალი სივრცე, მყუდრო ინტერიერი, ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი და იტალიური კაფე "ჩი გუსტა!". "ბიბლუსი გალერეა" ამჯერად უკვე ბათუმში ელის სტუმრებს. რაც მთავარია, ეს არ არის სეზონური საჩუქარი ადგილობრივებისთვის თუ ტურისტებისთვის. "ბიბლუსი გალერეა" იქნება სივრცე, სადაც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისვლა. ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა- ფშაველას ქუჩების კვეთაზე "ბიბლუსი გალერეა" სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და უამრავ სტუმარს უმასპინძლა.

გახსნის ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყო. სასიამოვნო მუსიკალური გარემოს შექმნაზე DJ რემბო ზრუნავდა. საღამოს 8 საათიდან კი იოანე არაბულის ბენდმა სტუმრებს ცოცხალი მუსიკა გაუზიარა. "ბიბლუსი გალერეამ" ტრადიციას არ უღალატა და სტუმრები მრავალფეროვანი აქტივობებით თუ საჩუქრებით გაანებივრა: დღის განმავლობაში პატარა სტუმრებისთვის ნაყინი 50% - იანი ფასდაკლებით იყიდებოდა, საღამოს კი ბიბლუსმა ალკოჰოლურ სასმელები შესთავაზა სტუმრებს 30% -იანი ფასდაკლებით. ბიბლუსის დამთვალიერებლებს დაგროვებითი ბარათებიც გადაეცათ საჩუქრად, რომელზეც გახსნის დღესთან დაკავშირებით გაორმაგებული ქულები დაერიცხათ. გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინები...მოკლედ, "ბიბლუსი გალერეა", ჩვეულ ფორმაში, ამჟამად უკვე ბათუმში ამუშავდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წიგნების პატარა "ქალაქი" არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში უამსპინძლებს ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც.

მნიშვნელობა არ აქვს, უცხოენოვანი ლიტერატურა გსურთ თუ თქვენთვის საინტერესო ჟანრების გრძელი სიის მიხედვით წარმატებული არჩევანის გაკეთება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხართ და როგორია თქვენი პროფესია. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია თქვენი ფინანსური შესაძლებლობები - "ბიბლუსი გალერეა" თქვენს იმედებს და მოლოდინებს ნამდვილად არ გააცრუებს. ამაში კი ბათუმში გახსნილ "ბიბლუსი გალერეაში" პირველივე ვიზიტისას დარწმუნდებით. თბილისში "ბიბლუსი გალერეის" ხშირი სტუმარი თუ ხართ, იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ ბათუმური ბიბლუსი, განწყობით და შემოთვაზებებით, იდენტურია. განსხვავებული მხოლოდ ყავისფერ-კრემისფერი ფერების კომბინაციით შექმნილი ინტერიერი, ორიგინალური სანათები და კაფე "ჩი გუსტას!" სივრცეა. საინტერესო საღამოებს, სხვადასხვა წიგნების ავტორებთან შეხვედრას და მრავალფეროვან ღონისძიებებს ბათუმური ბიბლუსიც შემოგთავაზებთ. ასე რომ, თუ ბათუმში ხართ, ახლავე ესტუმრეთ ამ განსაკუთრებულ ადგილს და მრავალფეროვან ლიტერატურასთან ერთად იტალიური სამზარეულოც დააგემოვნეთ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს