რა ელით "ჩამოსაწერ" ავტომობილებს ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ

 რა ელით "ჩამოსაწერ" ავტომობილებს ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ

საქართველოში გამოუსადეგარი, უმოძრაო ავტომობილების რაოდენობა 100 ათასამდეა.

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ მათი რაოდენობა 10-15%-ით გაიზრდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მართალია, ეს პროცესი ავტომობილების ჩამოწერას არ გულისხმობს, მაგრამ ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, რომელთაც ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება, უბრალოდ, არ მოუნდება.

თუმცა, სად წავა ჩამოწერილი მანქანები, უცნობია, რადგან ქვეყანას მათი უტილიზაციისთვის არანაირი პირობა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ჯართს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, სხვა ალტერნატივა არ აქვს.

სპეციალისტების შეფასებით, ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფოს მიდგომა არასწორია და არ არსებობს ხედვა, რომელიც ამ დარგში პრობლემას მოაგვარებს. ამდენად, როგორც ექსპერტები ამბობენ, რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად ავტომობილების უტილიზაცია საქართველოში ის თემაა, რომელზეც მთავრობას არანაირი წარმოდგენა არ აქვს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის ვარაუდით, ტექდათვალიერების შემდეგ, როგორც კი მანქანები ამ პროცესს გაივლიან, ქვეყანაში ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი 100 ათასითაც შეიძლება, შემცირდეს.

ეს ის რაოდენობაა, რომელიც პატრონს არ ემსახურება და უმეთვალყურეოდ არის მიგდებული ქუჩებში, ჩიხებში, სოფლის ღობეებსა და საკარმიდამო ნაკვეთებშიც კი.

"უმოძრაო, გაჩერებული მნაქანების ჩამოწერა არ ხდება, რაც კანონმდებლობაში დიდი ხარვეზია. წესით, ამ პროცესს კანონი უნდა არეგულირებდეს. თუმცა, რეალურად არცერთი უწყება ავტომობილების უტილიზაციის საკითხით არ დაინტერესებულა  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი