"SOS! ასწლიან ნაძვებს ჭრიან! გვიშველეთ!" - "პარტიზანული მებაღეობის" ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე 13 საღი ხე მოჭრეს

"SOS! ასწლიან ნაძვებს ჭრიან! გვიშველეთ!" - "პარტიზანული მებაღეობის" ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე 13 საღი ხე მოჭრეს

"SOS! პავლოვის 24-ში შემოგვესივნენ! ასწლიან ნაძვებს ჭრიან!!!! გვიშველეთ!!!!!", - ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელმა ნასტია სართანიამ გაავრცელა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ "პარტიზანული მებაღეობის" წევრები და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

"პარტიზანული მებაღეობის" ინფორმაციით, ადგილზე 13 საღი ხეა მოჭრილი, მაშინ როცა ნებართვები გაცემულია ხმელ ხეებზე.

"ვითხოვთ თანამდებობა დატოვოს ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის უფროსმა და დადგეს იმ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც წერს ხეების მოჭრაზე დასკვნებს" - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ფოტოებს და კადრებს ხეების მოჭრის ადგილიდან "პარტიზანული მებაღეობა" ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი