"ის სიცოცხლისთვის აღარც იბრძოდა..." - მაშველის გულახდილი ინტერვიუ

"ის სიცოცხლისთვის აღარც იბრძოდა..." - მაშველის გულახდილი ინტერვიუ

თით­ქოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მაშ­ვე­ლის სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას დამ­ს­ვე­ნე­ბე­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლოს, მაგ­რამ ამ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­ნიშ­ვ­ნებს ზო­გი მა­ინც უგუ­ლე­ბელ­ყოფს, სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად...

მაშ­ვე­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა­შიაო,- მითხ­რა გა­მოც­დილ­მა მაშ­ველ­მა და ამ­ჟა­მად უკ­ვე თბი­ლი­სის ზღვის წყალ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, 34 წლის მალ­ხაზ აბე­სა­ძემ. მი­სი დახ­მა­რე­ბით, მაშ­ვე­ლის ძალ­ზე შრო­მა­ტე­ვად, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ას გა­გაც­ნობთ და სი­ჯი­უ­ტი­სა და და­უ­დევ­რო­ბის გა­მო, კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნილ დამ­ს­ვე­ნე­ბელ­თა შე­სა­ხე­ბაც გი­ამ­ბობთ...

- და­ახ­ლო­ე­ბით 12 წე­ლია, მაშ­ვე­ლი ვარ. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში ჩე­მი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობ­და. ეს პრო­ფე­სია მეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მე­გო­ბარ­მა და ჩემ­მა ფი­ზი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მაც ხე­ლი შე­მიწყო, ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მი­მი­ღეს. ჩვე­უ­ლებ­რივ მაშ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. ამ­ჟა­მად, უკ­ვე და­მა­წი­ნა­უ­რეს- თბი­ლი­სის ზღვის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ვარ.

- ცურ­ვა სად ის­წავ­ლეთ?

- ბავ­შ­ვო­ბი­დან ნორ­მა­ლუ­რად ვცუ­რავ­დი - ჭი­ა­თუ­რე­ლი გახ­ლა­ვართ და ცურ­ვა მდი­ნა­რე­ზე ვის­წავ­ლე. შემ­დეგ აუზ­ზე დავ­დი­ო­დი და იქ უკეთ შე­ვის­წავ­ლე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მაშ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ­დი.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით გი­მუ­შა­ვი­ათ?

- არა, სამ­წუ­ხა­როდ.

- რა­ტომ?

- ალ­ბათ, მაშ­ვე­ლის პრო­ფე­სი­ამ უფ­რო მე­ტად გა­მი­ტა­ცა და ამი­ტომ.

- რა ხიბ­ლი აქვს მაშ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბას?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ის, რომ მაშ­ველს ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეს­თან გაქვს საქ­მე: შე­გიძ­ლია, ხალხს და­ეხ­მა­რო და ამას აკე­თებ. ენით აღუ­წე­რე­ლი გან­ც­დაა. სა­ერ­თოდ, მაშ­ვე­ლი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­შია - თუ­კი ვინ­მეს დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს და ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც ხელს გიწყობს, რა­ტო­მაც არა?..

- გქო­ნი­ათ შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის თქვე­ნი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ, მსხვერ­პ­ლით დას­რუ­ლე­ბუ­ლა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენს სა­კონ­ტ­რო­ლო ზო­ნა­ში ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა არ გვქო­ნია, ერ­თის გარ­და: ჩვე­ნი გაფ­რ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­სა­მე სა­გუ­შა­გო­ზე, ერთ-ერ­თი ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცი ზღვა­ში შე­ვი­და. ჩვენ ისე­თი ბერ­კე­ტი არ გვაქვს, რომ ვინ­მე იძუ­ლე­ბის წე­სით შე­ვა­ჩე­როთ. ერ­თა­დერ­თი, უფ­ლე­ბა გვაქვს, რომ გა­ვაფ­რ­თხი­ლოთ, მის საქ­ცი­ელს რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს. ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცი ზღვა­ში წე­ლამ­დე იქ­ნე­ბო­და შე­სუ­ლი, რო­ცა უცებ, წყალ­ში ჩა­ვარ­და. რო­გორც შემ­დეგ დად­გინ­და, გუ­ლი გა­უს­კ­და და ამით დაგ­ვე­ღუ­პა. ბევ­რი ვე­ცა­დეთ, გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა, სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ვი­ძა­ხეთ, მაგ­რამ მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­და­გირ­ჩე­ნი­ათ?

- სა­ერ­თოდ, კო­ლექ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. პი­რა­დად მე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­და­მირ­ჩე­ნია, არ მახ­სოვს. ალ­ბათ, ყო­ველ სე­ზონ­ზე, თი­თო მაშ­ველ­ზე 20-25 გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი მო­დის.

- რა­ი­მე რთუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა გა­იხ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც კარ­გად დას­რულ­და. ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი