ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძეს საჩუქრად ბინას გადასცემენ

ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძეს საჩუქრად ბინას გადასცემენ

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ აკვრაში ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოქროს მედალოსან ტალახაძეს და კიდევ ორ ქართველ ოლიმპიელს ბათუმში ბინები გადაეცემათ საჩუქრად. შესაბამის განცხადებას სამშენებლო კომპანია "სვეტი" ავრცელებს.

"ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან აქციის - "ოლიმპიური ოქროს მედალი - ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში" ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, "სვეტის" მშენებარე კომპლექსში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც გუშინ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები "სვეტის" ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან.

22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ყველა დარჩენილ ქართველ ოლიმპიელს!" - ნათქვამია "სვეტის" განცხადებაში.

წაიკითხეთ: "ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი