"ამჯერადაც შევძლებთ!" - საქველმოქმედო საღამო გიორგი ლომინაძის და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად

"ამჯერადაც შევძლებთ!" - საქველმოქმედო საღამო გიორგი ლომინაძის და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად

მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლე ნუცა გუნცაძის დასახმარებლად დღეს საქველმოქმედო საღამო გაიმართება. ღონისძიებას 18 აგვისტოს, 21:00 საათზე, ჩიტაძის N11-ში მდებარე კაფე HideOut უმასპინძლებს.

წყვილის მეგობრები მათ დასახმარებლად გაერთიანდნენ და საზოგადოებას მოუწოდებენ მხარდაჭერისათვის სლოგანით "ამჯერადაც შევძლებთ!". საღამოზე გაიმართება აუქციონი, სადაც გასაყიდად გამოიტანენ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის სარაგბო ეკიპირებას.

საქველმოქმედო საღამოს გიორგისა და ნუცას მხარდასაჭერად იმღერებენ ანი კეკუა, თიკა ჯამბურია, ვაჟა მანია, გიორგი სუხიტაშვილი და სვანსიხი.

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძესა და მის მეუღლეს რეაბილიტაციისათვის რამდენიმე ოპერაცია სჭირდებათ. საღამოზე შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება წყვილს.

დასწრების საფასური - 10 ლარია.

გიორგის და ნუცას დასახმარებლად ასევე გახსნილია ანგარიში:

ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი : BAGAGE22

მიმღები: დავით ლომინაძე

მიმღების ანგარიშის ნომერი : GE68BG0000000733092800

შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე - 0901701140. ზარის ღირებულება 1 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ლიკა ქოქიაშვილი 555 22 11 43

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი