რას წერს იუნესკოს წარმომადგენელი საქართველოს განათლების მინისტრს?

რას წერს იუნესკოს წარმომადგენელი საქართველოს განათლების მინისტრს?

რამდენიმე დღის წინ საქართველოს განათლების მინისტრმა იუნესკოსგან წერილი მიიღო. წერილის ავტორი იორდანიაში გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის წარმომადგენელი კონსტანცა ფარინაა. საქმე ეხება საქართველოში იორდანიის სამეფოს დელეგაციის ვიზიტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ განხორციელდა. იორდანიის განათლების მინისტრი, მოჰამად თნეიბათი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ვიცე-პრემიერია, იუნესკოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გასაცნობად ეწვია. დელეგაციამ უმაღლესი რანგის შეხვედრები გამართა.

იუნესკოს წარმომადგენელი მადლობის წერილში ვიზიტის შედეგებზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განათლების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილებაიორდანიისათვისუდავოდ მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება.

ამასთან, როგორც წერილშია ნათქვამი, გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და მაღალი პროფესიონალიზმი, მთელი სასწავლო ვიზიტის განმავლობაში, ნათელი მაგალითიიყო, რომელიც უდავოდ იქნება დიდი ინტერესის საგანი არაბული სამყაროს ბევრ ქვეყანაში.

რატომ მაინცდამაინც საქართველო? რა გამოცდილება გაუზიარა ჩვენმა ქვეყანამ იორდანიის წარმომადგენლებს, რამ გამოიწვია მათი განსაკუთრებული ინტერესი და კიდევ რომელი ქვეყნები გეგმავენ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას? ამასთან დაკავშირებით, Ambebi.ge მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა.

- ქალბატონო მანანა, ვინ და რა პრინციპით შეარჩიასაქართველო იორდანიისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით?

- ამასთან დაკავშირებით თხოვნითიუნესკომ მოგვმართა. იუნესკო იორდანიაში მასწავლებლების მიმართულებითრეფორმებსაფინანსებს. როგორც ჩანს, იორდანიის მხარე საერთაშორისო გამოცდილებასგაეცნო, რის შემდეგ, ჩვენი ქვეყანამათთვის საინტერესო აღმოჩნდა.განათლების პოლიტიკის დოკუმენტები იორდანიაში უკვე შემუშავებული აქვთ, სისტემაში მათი გაცხადებული ხედვები ჩვენს ხედვებს ემთხვევა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეფორმების დანერგვის მიმართულებით ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ,იონესკომგვთხოვა იორდანიის დელეგაციის მასპინძლობა, რათა მათთვის ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციას იორდანიის განათლების მინისტრიხელმძღვანელობდა, რომელიც ამავდროულად, ქვეყნის ვიცე-პრემიერია. მის გარდა, ვინ იყო დელეგაციის შემადგენლობაში და რაც მთავარია, განათლების მიმართულებით, კონკრეტულად რა საკითხებს გაეცნენ სტუმრები?

- დიახ, განათლების მინისტრის, ვიცე-პრემიერის გარდა, საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ იუნესკოსწარმომადგენელი იორდანიაში და საერთაშორისო ექსპერტი იუნესკოდან. მათ აინტერესებდათ რა გაკეთდა უკანასკნელ წლებში საქართველოში მასწავლებლის პროფესიის რეგულირებისათვის. რეალურად, ეს არის სისტემური მიდგომა, ეს არ არის ცალ-ცალკე აღებული პროექტები, რომლებიც ერთ სურათს ვერ ქმნის. საუბარია მასწავლებლის მომზადებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ კარიერულ წინსვლაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მიდგომებით, კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ასევე ძალიან მაღალია საზოგადოების ჩართულობა. დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დანერგვა, როგორ ხდება მასწავლებლების დიფერენცირება, როგორ ფასდებიან მასწავლებლები...

- რამ გამოიწვია მათი მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი?

- ჩვენ დოკუმენტების მიღებამდე საკმაოდ გრძელ გზას გავდივართ. მაგალითად, მთავრობის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცებამდე ორ წლიანი გზა გამოვიარეთ. იორდანიაში ჩარჩო-დოკუმენტების დანერგვის პროცესი სწრაფად ვერ ხორციელდება. ბევრად უფრო დიდი გზა აქვთ გასავლელი, ქმედებებზე გადასვლა ცოტა გართულებულია. შესაბამისად, მათი განსაკუთრებული ინტერესი, სწორედ ამ საკითხებმა გამოიწვია - რა ვადებში ვაკეთებთ ყველაფერს, როგორია ხარისხის კონტროლის მექანიზმი, მონიტორინგის კრიტერიუმები. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები შეხვდნენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ხარისხის განვითარების ცენტრის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, შეხვდრა გამართეს არა ერთ ორგანიზაციასთან, რომლებთანაც კავშირი გვაქვს. სწორედ ეს თანამშრომლობა იყო მათთვის საინტერესო, როგორ ეფექტურად ვუზიარებთ გამოცდილებას ერთმანეთს, ყველაფერსერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ. მადლობის წერილში ყველა ის ორგანიზაციაა მოხსენიებული, რომლებიც პროცესში ჩართულები იყვნენ. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ დელეგაციის მისაღებად მზადებას, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, რამდენადაც, ჩვენი ქვეყანა საინტერესო ხდება თავისი რეფორმების მხრივ. ეს ერთგვარად, ჩვენი ექსპერტიზის, ადამიანური რესურსების, პოტენციალის ერთგვარი დაინტერესებაა რეგიონში.

- საინტერესოა, რა პრობლემები და გამოწვევები აქვს იორდანიას განათლების სისტემაში?

- იორდანიის განათლების სისტემა ჩვენგან გარკვეულწილად განსხვავდება. ისინი დგანან განსხვავებული ტიპის გამოწვევების წინაშე. სკოლების რაოდენობა იორდანიაშიც საქართველოს მსგავსად, მოსახლეობასთან მიმართებაში თანაფარდობით მიახლოებულია, თუმცა, მათ აქვთ სხვა ტიპის პრობლემები. მაგალითად, თუ საქართველოში მთიან სოფლებში მცირე კონტიგენტიანი სკოლების საკითხი დგას, იორდანიაში ბედუინების დასახლების ადგილას არის მცირე კონტიგენტიანი სკოლები, ამავდროულად, მათ ასეთ მცირე დასახლებებში სჭირდებათ ორი სკოლის გახსნა, რადგან გოგოები და ბიჭები ცალ-ცალკე სწავლობენ. გარდა ამისა, თუ ჩვენ სისტემაში მცირე რაოდენობით იმიგრირებული გვყავს, მათ მილიონზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, რომლებიც იორდანიაში ახლა შევიდნენ, რადგან რეგიონში კონფლიქტებია, ისინი მოსახლეობას ღებულობენ და მოსწავლეებს სისტემაში ინტეგრაცია უწევთ. ამდენად, მათი პრობლემები ცოტა განსხვავებულია, თუმცა მიდგომები და ხედვები, რომელთა პილოტირება გავაკეთეთ და ვნერგავთ - საერთოა. ჩვენ მათ გავაცანით მარეგულირებელი დოკუმენტები, ასევე წინასასწავლო, აკადემიური პილოტირების წელი. ასევე გავაცანით კვლევის შედეგები, რომლებიც პილოტირების დასრულების შემდეგ ჩავატარეთ.

- გასაგებია, რომ იორდანელებს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ, მაგრამ თუ შეიძლება ვისაუბროთ, რასარგებელი მოუტანა თავად საქართველოს ამ ვიზიტმა?

- იორდანიის წარმომადგენლები საქართველოში არა მხოლოდ ერთჯერადად იმყოფებოდნენ, არამედ ისინი სამომავლოდ პროცესებში ჩვენგან დახმარების, მხარდაჭერის, კონსულტირების მიღებას გეგმავენ. ამდენად, ჩვენ მომავალშიც ჩართული ვიქნებით მათ ქვეყანაში გაანთლების სისტემის რეფორმირებაში. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ამავდროულად, ჩვენ არ გვაქვს ინსტინსიური ურთიერთობა იორდანიასთან. დელეგაციის წევრებიშეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, მათ მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროებში. ვიზიტს უფრო ფართოდ შეგვიძლია შევხედოთ. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში საინტერესო, წინ გადადგმული ნაბიჯია.

- იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გამოვლინდა, სამომავლოდ, რომელი ქვეყნის დელეგაციების სტუმრობას ელოდებით?

- შემდგომი ალბათ, ქუვეითი იქნება.ჩვენ უკვე არაერთი შემოთავაზება გვაქვს იმავე რეგიონიდან. შესაძლოა,საქართველოში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ დაარსებულ გამოცდილებას გაეცნონ. ეს არა მხოლოდ ჩვენი ცენტრისთვის არის დაფასება, არამედ ქვეყნისთვის, ვინაიდან წლების მანძილზე რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენ გვეხმარებიოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები. დღეს ჩვენს ადამიანურ რესურსში სახელმწიფოს მხრიდან ჩადებულია ძალიან დიდი დრო, ენერგია, სახსრები, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თავადაც ვაწარმოოთ საერთაშორისოექსპერტიზა.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი