ლაგოდეხში 24 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ლაგოდეხში 24 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ლაგოდეხში 24 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მამაკაცი სახლში სამსახურიდან დაბრუნებულმა ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს. იგი ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მეზობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და სასწრაფო მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც ის ოჯახის წევრებმა გამოიძახეს. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, მამაკაცს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა და ისინი გარდაცვალების მიზეზად უბედურ შემთხვევას ასახელებენ. მათი თქმით, ახალგაზრდას შესაძლოა დენმა დაარტყა.

გამოძიება აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია