"სახლში მინდა წავიყვანო ჩემი შვილი..." - დაკარგული სამხედროების 4-დღიანი უშედეგო ძებნა და მშობლები თურქული ხომალდის მოლოდინში

"სახლში მინდა წავიყვანო ჩემი შვილი..." - დაკარგული სამხედროების 4-დღიანი უშედეგო ძებნა და მშობლები თურქული ხომალდის მოლოდინში

გონიოში წვრთნების დროს დაკარგული ორი სამხედროს, იაგო შარაძისა და ბადრი ნანეტაშვილის მშობლები თურქულ ხომალდს ელოდებიან. როგორც შარაძის დედამ ელენე შარაძემ განაცხადა, ოთხდღიანი ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. მას იმედი აქვს, რომ თურქული ხომალდი, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, მისი შვილის ცხედარს იპოვის.

"ჩართული იყვნენ მყვინთავები, გემები, ზემოდანაც ეძებდნენ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. თურქულ გემს ველოდებით და ღმერთით, ვნახავთ. სახლში მინდა წავიყვანო ჩემი შვილი. გემს ჰქონია საძიებო სისტემა, მის გარშემო და სიღრმეში 200 მეტრზე ეძებს, ესაა ჩვენი ბოლო იმედი", - აღნიშნა ელენე შარაძემ.

იაგო შარაძის და თამარ შარაძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი ძმის ცხედრის პოვნა შესაძლებელი იქნება. "იმედი მაქვს დღეს წავიყვანთ ჩემს ძმას სახლში, მკვდარი მაინც გვეყოლება და დედაჩემი დაიტირებს. აღარ დამრჩა იმედი, რომ როგორმე ცოცხალი იქნება, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ნაპირზე დატირება არ მინდა მომიწიოს", - აღნიშნა თამარ შარაძემ.

გონიოში თურქული ხომალდი დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ შემოვა. გონიოში მიემგზავრება თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც მშობლებს შეხვდება და თურქული ხომალდის მუშაობას დააკვირდება.

ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობა გამოძიება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი