კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო საქართველოს! - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონია

კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო საქართველოს! - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონია

19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია. 25 წლის გორელი მოჭიდავე ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს მოუგო (8:4), მეოთხედფინალში - აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს (4:3), მერვედფინალში კი ყაზახ ნურისლამ სანაევს (4:3).

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი