ქართველი ოლიმპიელის საჩუქარი ამერიკელმა დაიჭირა

ქართველი ოლიმპიელის საჩუქარი ამერიკელმა დაიჭირა

19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია. 25 წლის გორელი მოჭიდავე ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს მოუგო (8:4), მეოთხედფინალში - აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს (4:3), მერვედფინალში კი ყაზახ ნურისლამ სანაევს (4:3).

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

დაჯილდოვების შემდეგ ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა "სიმბოლურ საჩუქარზე" ავტოგრაფი დატოვა და დარბაზში ისროლა, რომელიც ამერიკელმა დაიჭირა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი