კახეთის სოფელში სასაფლაო იწვის

 კახეთის სოფელში სასაფლაო იწვის

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე სასაფლაოს ცეცხლი უკიდია. დამწვარია სასაფლაოს ნაწილი. ცეცხლი ახლომდებარე ეკლესიის ეზოსაც მოედო.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის ალი პირველად დაახლოებით 2 სააათის წინ შენიშნეს, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო სასამსხური, თუმცა მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლის ლოკალიზებას საკუთარი ძალებით შეეცადნენ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, ცეცხლის გავრცელების და ახლომდებარე შენობებზე გადადების საფრთხე არ არსებობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია