ბრინჯაოს მედალოსანი მოჭიდავის მძიმე წარსული - 11 წლის ასაკში ცხინვალში გატაცებული გენო პეტრიაშვილის ისტორია

ბრინჯაოს მედალოსანი მოჭიდავის მძიმე წარსული - 11 წლის ასაკში ცხინვალში გატაცებული გენო პეტრიაშვილის ისტორია

20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ეს ქართული დელეგაციისთვის მეშვიდე მედალია.

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი 22 წლისაა და გორიდან გახლავთ. მისი წარსულის ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი, გორელი ფალავნის ბავშვობას უკავღშირდება: ზუსტად 11 წლის წინ 11 წლის გენო პეტრიაშვილი კონფლიქტის ზონიდან, სოფელ ნულიდან გაიტაცეს და 3 თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში ჰყავდა დატყვევებული.

ბავშვი 19 აგვისტოს გაიტაცეს. ინციდენტი ფრონის ხეობის სოფელ ნულში მოხდა.

იხილეთ გენო პეტრიაშვილის გათავისუფლების კადრები

მაშინდელ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრი ბორის ჩოჩიევი აცხადებდა, რომ გატაცებული ბიჭის მამას სპარტაკ პეტრიაშვილს ბიზნეს კავშირები აქვს როგორც ქართველებთან, ისე ოსებთან და სავარაუდოდ, ეს გატაცებაც მის ბიზნესს უკავშირდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, გამტაცებელთა ავტომობილს - თეთრ "ნივას" - ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა. "არ არის საჭირო პოლიტიკის ძებნა - ქართულ მხარეს ურჩევნია თავის კრიმინალს მიხედოს" - განაცხადა ჩოჩიევმა.

შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, ქართველმა სამართალდამცავებმა გამტაცებელთა ძებნა ცხელ კვალზე დაიწყეს, თუმცა დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც გამტაცებლები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ.

გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილი 2005 წლის ნოემბერში ქართული მხარის ჩარევის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს.

გამოყენებულია civil.ge-ს ინფორმაცია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი