სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - სულთან გუმაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ kvirispalitra.ge-ს პანკისის ხეობაში განუცხადეს. ხეობაში არსებული ინფორმაციით, სულთან გუმაშვილი სირიაში მამასთან ერთად, 2013 წელს წავიდა. ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის დანარჩენი წევრები სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობენ.