ლევან ბერძენიშვილი - უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია

 ლევან ბერძენიშვილი - უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია

"რესპუბლიკურმა პარტიამ" ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარი კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა დაასახელა.

"ჩვენი სლოგანი საარჩევნოდ გახლავთ "გავთავისუფლდეთ". უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ. მეტი ქალი პოლიტიკაში - ეს არის ლოზუნგი, დევიზი, რომლითაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. რას ნიშნავს მეტი ქალი - ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, მეტ სირბილეს ამავე დროს მოპყრობაში, მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას, მრავალფეროვნებას, ბოლოს და ბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება ხარისხი პოლიტიკაში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტიიდან" ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ხათუნა სამნიძე - 69-ე ოლქში, ბათუმი; ლელა ებრალიძე - 61-ე ოლქი, ფოთი; ნინო გოგუაძე - 59-ე ოლქი, ოზურგეთი; ნატო ქათამაძე - 48-ე ოლქი, ქუთაისი; თინა ხიდაშელი - 52-ე ოლქი, ზესტაფონი; ირინა გელაშვილი - 43-ე ოლქი, ხაშური; ლია როინიშვილი - 38-ე ოლქი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი; თამარ ხიდაშელი - მე-4 ოლქი, საბურთალო; თამარ კორძაია - 1-ლი ოლქი, მთაწმინდა.

"მე უბედნიერესი კაცი ვარ, რომ შემიძლია ეს ცხრა ადამიანი წარმოვადგინო. თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა. ამ მუზების ადგილი არის პოლიტიკაში, ისინი იქნებიან პოლიტიკაში", - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი ვაშაძე

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"