ვინ არის ნატა ფერაძე? - ინფორმაცია სკანდალური "პარტიზანი მებაღის" წარსულის შესახებ

ვინ არის ნატა ფერაძე? - ინფორმაცია სკანდალური "პარტიზანი მებაღის" წარსულის შესახებ

"პარტიზანი მებაღის" ნატა ფერაძის პერსონა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად აქტუალურია. გასული კვირის განმავლობაში უკვე სახალხოდ ცნობილი მოძრაობის იდეის ავტორი დედაქალაქში ხეების გაჩეხვას პროტესტის რადიკალური ფორმით - შიმშილობით ებრძოდა, შემდეგ კი მისმა პერსონამ უხამსი ლექსიკითაც მიიპყრო მოქალაქეების ყურადღება. ღია სატელევიზიო დებატებში ოპონენტის კითხვაზე - რას საქმიანობდა 2012 წლამდე, "პარტიზანი მებაღე" საზოგადოებისთვის არანორმატიული ლექსიკით პასუხობს (იხილეთ ფრაგმენტი ტელე-შოუდან). შესაბამისად, სკეპტიკოსებისთვის, რომლებსაც მისი სამოქალაქო აქტივიზმის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვთ და ფერაძეს პოლიტიკურად მოტივირებულ ინტერესებში სდებენ ბრალს, ღია რჩება კითხვა - რას საქმიანობდა ის იქამდე, ვიდრე "პარტიზანი მებაღე" გახდებოდა.

გთავაზობთ ამონარიდს "PALITRA TV"-ს სატელევიზიო პროექტიდან "ჩემი გზა" მარიკა დარჩიასთან ერთად, რომელშიც ნატა ფერაძე მის წარსულზე საუბრობს.

"ვსწავლობდი 55-ე სკოლაში, რაც მახსენდება, როგორც სრული კოშმარი, რადგან ეს იყო უფრო ჯარი, ვიდრე სკოლა. დღემდე სკოლასთან გავლის დროს აგრესია მიჩნდება და იქით გახედვა არ მინდა. სულ პატარა საპროტესტო აქციები მქონდა სკოლაში... შემდეგ სამხატვრო სასწავლებელში, იქიდანაც გარიცხული ვიყავი ჩემი მეამბოხეობის გამო, აყვანილი ვიყავი "კაგებეს" მიერ აღრიცხვაზე, ეს იყო "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტვის დროს...

თუ დაინტერესდით ნატა ფერაძის წარსულით, იხილეთ ფრაგმენტი გადაცემიდან