ავტორი:

დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის

დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის

ახმეტაში ყველა იცნობს ექიმ ნევროპათოლოგს მაია კოხტაშვილს. გარდა მედიცინისა, ქალბატონი მაია დაინტერესებულია მებაღეობითაც. მისი საკმაოდ დიდი ბაღი სავსეა ყვავილებით, ხეებით, ხე-ყვავილებით, დეკორაციებით, აქ ფერწერულ ნამუშევრებს და მძივებით დაქარგულ სურათებსაც კი შეხვდებით.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ჯადოსნური ადგილი ქალბატონი მაიას შექმნილი არ არის, ეს ყველაფერი მის დედამთილს ქალბატონ ინეზას დაუწყვია, მასვე დაურგავს უზარმაზარი ხეები, დაუეგეგმარებია ბაღი, მასვე დაუქარგავს მძივებით სურათები და დაუტოვებია საკუთარი შთამომავლობისთვის. ამ ყველაფერს დღეს ქალბატონი მაია აგრძელებს და საკუთარ კვალს ტოვებს. ძვირფასი დედამთილის ჰობი მისი ხსოვნის პატივსაცემად ქალბატონმა მაიამ საბოლოოდ საკუთარ ჰობად აქცია. მისი თქმით, ბაღის მოვლა ერთგვარი თერაპია და რელაქსია.

- ყვავილების მოვლის პროცესი ჩემი ანტიდეპრესანტია, მამშვიდებენ, მაწყნარებენ. სამსახურიდან რომ მოვდივარ ემოციებით დატვირთული, ყვავილები მშვენივრად მიხსნიან სტრესს. თითოეული ყვავილი და ბალახი ჩემთვის აქ მნიშვნელოვანია. მიხარია, ვესაუბრები, ვეფერები - ეს ჩემი განწყობა მათაც ედებათ და ისინიც ყვავიან, იფურჩქნებიან. ჩემი ყვავილები და ბაღი დადებითად მოქმედებენ ჩემს პაციენტებზეც. ხშირად უთქვამთ, აქ რომ შემოვდივართ, უკვე ყველა ტკივილი და ავადმყოფობა გვავიწყდებაო.

- ძირითადად რა ჯიშის ყვავილები ხარობს თქვენს ბაღში?

- უმეტესად ოთახის ყვავილები, ბალბები, პატარძალები, პეტუნიები, ასევე - ქრიზანთემები, გეორგინები, შროშანები, მაქვს განსაკუთრებული ჯიშის ხე ყვავილებიც - მაგალითად დეკორატიული უთხოვარი, წითელი ნეკერჩხალი, ზეთისხილის ხე, ბანანის ხე. უამრავი ვარდი მაქვს. დეკორაციების შექმნაში ჩემი შვილები მეხმარებიან, სულ პატარა სუვენირებისგან, დამტვრეული ჭურჭლისგან თუ თიხის ან კერამიკის ნაკეთობებისგან უამრავი საინტერესო რამის შექმნა შეიძლება. გარდა ყვავილებისა, მაქვს პატარა ბოსტანიც სადაც პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი, მწვანილი მომყავს. მიწასთან ურთიერთობა უზარმაზარი სიამოვნებაა.

- რამდენი ხანი ქმნიდით ამ ყველაფერს?

- ამ ყველაფერს თავის ისტორია აქვს. იხილეთ გაგრძელება და ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი