დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან გამოცდაზე ზღვარი 31-მა გადალახა

დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან გამოცდაზე ზღვარი 31-მა გადალახა

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა.

"ინტერპრესნიუსმა" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

საგნის გამოცდაზე დაწყებითი (I-IV) კლასის 3941 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული. მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 3024 , ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 31-მა დაძლია.

რაც შეეხება სხვა საგნებს, საგნების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ქართული ენა და ლიტ. (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 1090 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 836, ზღვარი წარმატებით დაძლია 376-მა.

მათემატიკა (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 1338 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 971, ზღვარი წარმატებით დაძლია 383-მა.

ინგლისური ენა (I- XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 1766 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 1278, ზღვარი წარმატებით დაძლია 471-მა.

რუსული ენა (I- XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 690 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 462, ზღვარი წარმატებით დაძლია 193-მა.

გერმანული ენა (I- XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 120 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 79, ზღვარი წარმატებით დაძლია 26-მა.

ფრანგული ენა (I- XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 20 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 14 , ზღვარი წარმატებით დაძლია 7-მა.

ისტორია (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 1203 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 877, ზღვარი წარმატებით დაძლია 259-მა.

გეოგრაფია (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 765 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 602, ზღვარი წარმატებით დაძლია 187-მა.

სამოქალაქო განათლება (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 742 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 544, ზღვარი წარმატებით დაძლია 103-მა.

ფიზიკა (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 544 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 368, ზღვარი წარმატებით დაძლია 21-მა.

ქიმია (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 530 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 372, ზღვარი წარმატებით დაძლია 20-მა.

ბიოლოგია (VII-XII) გამოცდაზე დარეგისტრირდა 694 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 548, ზღვარი წარმატებით დაძლია 210-მა.

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) გამოცდაზე დარეგისტრირდა 2363 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 1831, ზღვარი წარმატებით დაძლია 67-მა.

მათემატიკა (I-VI) გამოცდაზე დარეგისტრირდა 2082 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 1676, ზღვარი წარმატებით დაძლია 271-მა.

ბუნებისმეტყველება (I-VI) გამოცდაზე დარეგისტრირდა 917 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 647, ზღვარი წარმატებით დაძლია 31-მა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება გამოცდაზე დარეგისტრირდა 605 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 451, ზღვარი წარმატებით დაძლია 165-მა.

ქართული, როგორც მეორე ენა, - გამოცდაზე დარეგისტრირდა 518 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 371, ზღვარი წარმატებით დაძლია 106-მა.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდაზე დარეგისტრირდა 708 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 519, ზღვარი წარმატებით დაძლია 89.

მუსიკის გამოცდაზე დარეგისტრირდა 1134 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 920, ზღვარი წარმატებით დაძლია 275-მა.

სპორტის გამოცდაზე დარეგისტრირდა 1029 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 747, ზღვარი წარმატებით დაძლია 173-მა.

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3 464-მა გადალახა.

2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662.

საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე პედაგოგობის მსურველი. ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის.

"როგორც გასულ წელს, ახლაც განვმარტავთ, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ აქვეყნებს მასწავლებელთა საგნის გამოცდის სტატისტიკურ მონაცემებს იმის გამო, რომ სისტემატურად ვაწყდებით ამ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად კი არაკორექტულიც", - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ანა მარშანია

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი