"ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო" - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

"ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო" - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ზღვა სიხარული მოგვიტანა, თუმცა იგი სიამაყის საფუძველს ძალიან ხშირად გვაძლევს და წარმატებებითაც გვანებივრებს. გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 25 წლისაა და უკვე ევროპის 2-გზის, აგრეთვე, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია.

რიოში ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის სპორტსმენი და სუპერკლასის მოჭიდავეა. მან 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო, წლეულს რიოში კი, ზუსტად 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, მისმა ოლიმპიურმა მედალმა "ფერი იცვალა" და დამსახურებულ ოქროდ გადაიქცა.

ლადოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრების შემდეგ სიამოვნებით გაუზიარებია გულშემატკივრებისთვის მოსაზრებები თავისი ასპარეზობის შესახებ.

ახლა, ძირითადად, სწორედ რიოს ოლიმპიური თამაშების თაობაზე ვისაუბრეთ.

- 25 წლის ასაკში ფლობთ ყველა იმ ტიტულს, რომელიც მოჭიდავეს შეუძლია, რომ კარიერის მანძილზე დაიმსახუროს...

- რასაკვირველია, ეს დიდი პლუსია როგორც სპორტული კარიერისთვის, ისე ჩემი ცხოვრებისთვის. ახლა გაცილებით მშვიდად ვიქნები. ნაკლები იქნება ფსიქოლოგიური დატვირთვა, რადგან ყველა ტიტული მოპოვებული მაქვს და ამიერიდან მეორედ უნდა შევუდგე მათთვის ბრძოლას.

- ეს ფაქტორი როგორ იმოქმედებს სამომავლოდ მოტივაციაზე?

- მაგალითად, ევროპის ჩემპიონობა მეორედ უფრო გამიადვილდა, ვიდრე პირველად. უკვე მიღწეული სიმშვიდის საფუძველს მაძლევს და მეორედ მისთვის დამატებითი წნეხის გარეშე ვიბრძვი.

- გარდა მედლების ხარისხისა, რით იყო რიოში განსხვავებული თქვენი გამოსვლა ლონდონთან შედარებით?

- უწინარესად, გამოცდილებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი იმდენი გავიარე, რაც ლონდონამდე მქონდა გავლილი. მართალია, ლონდონშიც უკვე ვითვლებოდი ფავორიტებს შორის, მაგრამ რიოში ამ თვალსაზრისითაც ბევრად წინ ვიყავი. თანაც, ახლა უფრო დახვეწილი მქონდა ჭიდაობის სტილი. სპორტსმენი ყოველი შეჯიბრების შემდეგ იზრდება. მეც გავიზარდე ყველა ასპექტში, თუმცა პროგრესი ჯერ არ დამიმთავრებია.

- ოლიმპიადაზე შემთხვევით არ ხვდებიან და ეს პირველივე შეხვედრაში სანაევთანაც გამოჩნდა...

- როდესაც ჩემპიონობაზე ფიქრობ, ცხადია, არ უნდა წააგო და ყველა პაექრობაზე ისეთი განწყობით უნდა გახვიდე, როგორც ფინალზე. თანაც სანაევი (ყაზახეთი) ხომ ძალიან ძლიერი მოჭიდავეა. იგი მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავამარცხე, მაგრამ მეტად დაძაბულ ბრძოლაში 7:6. მასთან ამჯერადაც სათანადოდ განწყობილი გავედი და, მართალია, ისევ მინიმალური ანგარიშით, 4:3 ვაჯობე, მაგრამ შეხვედრის დინამიკას საიმედოდ ვაკონტროლებდი.

- რასაკვირველია, მშრალი სტატისტიკის უკან ბევრი დეტალია, მაგრამ ამ ოლიმპიადაზე ამ ანგარიშით სამჯერ იმარჯვეთ, ოღონდ ჩანდა, რომ თავდაჯერებას არც ანგარიშში ჩამორჩენისას კარგავდით...

- სწორად შეგინიშნავთ, ყველა შეხვედრას მართლაც ვაკონტროლებდი და, შესაძლოა, მაინცდამაინც ნახევარ წუთში რა უნდა მომხდარიყო, გათვლილი არ მექნებოდა, მაგრამ სადავეები ხელიდან არცერთხელ გამქცევია, თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანელ ალიევთან პაექრობას... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი