"ბიბლუსში" "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" კონკურსის "ტუროგრაფის" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსში" "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" კონკურსის "ტუროგრაფის" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსში" "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" კონკურსის "ტუროგრაფის" პრეზენტაცია გაიმართა. კონკურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უჭერს მხარს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონკურსში უკვე არაერთი ადამიანი იღებს მონაწილეობას და საკუთარ შტაბეჭდილებებსა და ნაწერებს საიტზე მითითებულ მისამართზე გზავნის. მათივე ინფორმაციით ხდება ნაწერების გადარჩევა, ნაწერები გამოქვეყნებულია და 7 სექტემბრის ჩათვლით გამოქვეყნდება turography.ge-ზე. 7 სექტემბერი ნაწერების შეტანის ბოლო ვადაა, გამარჯვებული ტუროგრაფების გამოვლენა 15 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა "სოკარის" პროექტი შიდა ტურიზმის წახალისებას შეუწყობს ხელს და ასევე იმას, რომ მოქალაქეებმა თავიანთი მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარონ საზოგადოებას.

"საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახლავთ ამ პროექტის მხარდამჭერი. "სოკარ პეტროლიუმ საქართველოს" ახალი პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებასა და წახალისებას, ასევე იმას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავიანთი მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერონ, გადაიღონ ფოტოები და გაუზიარონ საზოგადოებას. ჩვენი მთავარი ამოცანები გახლავთ როგორც შიდა ტურიზმის განვითარება, ასევე უცხოელი ტურისტების ნაკადების გაზრდა საქართველოში და მოხარულები ვართ, რომ ორივე მიმართულებით ძალიან წარმატებული წელიწადი გვაქვს", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

"სოკარის" მარკეტინგის ხელმძღვანელის, ირაკლი ზუბიტაშვილის განცხადებით პროექტი მოგზაური მწერლების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.

"პროექტის მიზანია, რომ ადამიანებმა თავიანთი მოგზაურობის თავგადასავლები და შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს და ამავდროულად წარმოვაჩინოთ მოგზაური მწერლები ე.წ ტუროგრაფები, რომლებიც უფრო მეტს დაწერენ და მოგვიყვებიან საკუთარი გამოცდილების შესახებ. შესაბამისად მივცეთ მათ მოტივაცია, რომ ჰქონდეთ სურვილი აღწერონ საქართველოში არსებული ბევრი უნიკალური, განსაკუთრებული ადგილი. ასევე შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სოკარს ავტოგასამართ სადგურებზე შაბათ-კვირას აქვს სპეციალური ფასი დაწესებული და ენერჯი ქარდის მომხმარებლებს შეეძლებათ განსაკუთრებული ფასდაკლება მიიღონ საწვავზე, რათა წახალისდნენ და იმოგზაურონ მეტი", -განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

კონკურსში პირველ ადგილზე გასულ ტუროგრაფს 5 დღიანი მოგზაურობის პაკეტი გადაეცემა 2 კაცზე, ბორჯომის ხეობისა და სამცხე-ჯავახეთის საუკეთეო სასტუმროებში, მეორე ადგილზე გასულ ტუროგრაფს გადაეცემა ქენონის პროფესიონალური ფოტოაპარატი - შთაბეჭდილებებისა და ემოციების ფირზე აღსაბეჭდად.

მარტის თვიდან "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ბენზინ გასამართ სადგურებზე 12 თეთრიანი ფასდაკლებები მოქმედებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი