ექსკლუზიური ინტერვიუ ილია მეორესთან OK!-ის სექტემბრის ნომერში

ექსკლუზიური ინტერვიუ ილია მეორესთან OK!-ის სექტემბრის ნომერში

ჟურნალი OK!-ის სექტემბრის ნომერი 1-ელი სექტემბრიდან გაყიდვაშია.

სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. როგორც OK!-ის მთავარი რედაქტორი ოლგა ბაბლუანი ახალ ნომერთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს წერს:

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მკითხველისთვის ექსკლუზიური ინტერვიუ დაგვითმო (ეს მხოლოდ დღეს რაც შემიძლია გაგიზიაროთ). ჟურნალი ჩემი რედაქტორობით, განახლებულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, განახლებულივე ფორმატით აგრძლელებს გუშაობას. მადლობა ყველას!" - წერს ბაბლუანი.

"იმ შემთხვევაში თუ ჟურნალი ეთმობა ცნობილ ადამიანებს, პატრიარქი ისტორიული პიროვნებაა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში (რელიგიურ ინსტიტუციაზე საუბარი სხვა თემაა) და თუ ვლაპარაკობთ ცნობილ ადამიანებზე ჟურნალში, მის გარეშე წარმოუდგენელია. OK!-ის ლონდონის ოფისი (ჟურნალი ბრიტანულია და შეთანხმება ხდება მთავარ ოფისში ) მაგრად ჩაერთო, დიდი ინტერესით და კმაყოფილები დარჩნენ. ჟურნალი ბევრ ქვეყანაში გამოდის და ყველა ქვეყანაში, ლოკალურად მაქსიმალურად ცნობილი და საინტერესო ადამიანები უნდა იყვნენ ყდაზე. ეს არის მთავარი მათთვის და ამ ჟურნალისთვის. მართალია ჟურნალი " ყვითელის " სტატუსს ატარებდა მაგრამ "Celebrity news " ბევრად უფრო საინტერესოდ შეიძლება მიაწოდო მკითხველს, ვფიქრობთ" - წერს ოლგა ბაბლუანი.

განახლებული OK!-ის პირველი ნომერი აგვისტოში გამოვიდა. განახლებულ კონცეპტში მკითხველი წაიკითხავს - რუბრიკას პოლიტიკოსებისა და დიპლომატების შესახებ, კულტურულ მიმოხილვას, სოციალურ თემაზე მიძღვნილ რეპორტაჟებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცნობილი ქართველების პროფესიულ და პირად ცხოვრებას. ამასთან, ჟურნალს ემატება OK + რაც ნიშნავს რომ დანამატის სახით, მკითხველს ექნება ინფორმაცია მოგზაურობის, სამზარეულოს, ხელოვნების... და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი