4-ბალიანი შტორმი სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე - წვიმამ ბათუმის რამდენიმე უბანი დატბორა

4-ბალიანი შტორმი სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე - წვიმამ ბათუმის რამდენიმე უბანი დატბორა

ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი რეგიონიდან იუწყება, 08:00 საათისთვის ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, დატბორვის გამო გზაზე შეფერხება ერთი საათის განმავლობაში იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილია.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

ძლიერმა წვიმამ ბათუმში, ჭაობის დასახლების რამდენიმე უბანიც დატბორა.

ბათუმში დილიდან წვიმს. დღის მეორე ნახევრამდე ნალექის კიდევ უფრო მატებაა ნავარაუდევი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია