როგორ ატყუებენ ტურისტული კომპანიები მგზავრებს - რა უნდა იცოდეთ, სანამ მოგზაურობას დაგეგმავთ

 როგორ ატყუებენ ტურისტული კომპანიები მგზავრებს - რა უნდა იცოდეთ, სანამ მოგზაურობას დაგეგმავთ

ტურისტული მარშრუტის დაგეგმვის, თანხის გადახდის შემდეგ, კომპანიების ნაწილი წასვლის მსურველებთან კავშირს წყვეტს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული, თუმცა რესპონდენტები აცხადებენ, რომ შეტანილ საჩივარს სამართალდამცველების მხრიდან ეფექტური რეაგირება არ მოჰყოლია. თავად კომპანიებში განმარტავენ, რომ პრობლემა გაკოტრებამ გამოიწვია და დაზარალებულებს თანხის დაბრუნებას ჰპირდებიან.

ტურისტული მომსახურება დაურეგულირებელი მიმართულებაა და ის სულ უფრო საფრთხილო ხდება. ტურისტული კომპანიების მხრიდან ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს თანხის მითვისებას. "გადაგდებული" ხალხი სამართალს პოლიციაში ეძებს, თუმცა გაკოტრებული ორგანიზაციისგან კუთნვილი თანხის დაბრუნებას ზოგი ვერც ახერხებს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია - ზოგი ხმაურდება, ზოგი კი - არა. მგზავრებმა კი არ იციან, როგორ დაიცვან თავი "აფიორისგან".

"ტურისტულმა სააგენტო "შოკ თრეველმა" დაარღვია მგზავრთა უფლებები, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მიითვისა მგზავრის მიერ გადახდილი თანხა და არ უზრუნველყო ისინი შეთანხმებული ავიაბილეთით და სასტუმროთი.

ავიაკომპანია "ატლასგლობალი" წყვეტს "შოკ თრეველთან" თანამშრომლობას და აკისრებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციას მგზავრთა უფლებების დარღვევისთვის. გარდა ამისა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ქართველი მგზავრების უფლების დაცვა მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ავიაკომპანია "ატლასგლობალის" კომერციულმა დირექტორმა თამარ თანდაშვილმა  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი