პატრიარქი გონიოში - იმედი მაქვს, რომ ჯარისკაცებს ცოცხლებს ვიხილავთ

პატრიარქი გონიოში - იმედი მაქვს, რომ ჯარისკაცებს ცოცხლებს ვიხილავთ

მე აქ მოვედი არა სამძიმრის სათქმელად, არამედ იმედი მაქვს, რომ ისინი ცოცხლები არიან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გონიოში განაცხადა, სადაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი პატივსაცემად დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პატრიარქი გონიოში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მივიდა, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები მოინახულა და დალოცა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები ოჯახებს დაუბრუნდებიან.

„მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენთან ერთად აღვავლინო ლოცვა. ღმერთმა მალე გამოაჩინოს ისინი, შევწიროთ მადლობა უფალს, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. მთელი საქართველო წუხს, რომ ჯერჯერობით ვერ ვნახეთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ცოცხლებს ვიხილავთ. ღმერთმა დალოცოს ისინი და მალე დააბრუნოს საქართველოში. ღმერთი მოწყალეა და იმედია ჩვენი ლოცვა იქონიებს დიდ ძალას და ჩვენ ვნახავთ მათ ჩვენს სახლებში. ჩვენთან არს ღმერთი“, - აღნიშნა ილია მეორემ.

გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი პატივსაცემად გონიოში სამხედრო-საზღვაო ცერემონიალი გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი