სასამართლოდან გაქცეული პატიმრის და - გაქცევის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ციხეში ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა

სასამართლოდან გაქცეული პატიმრის და - გაქცევის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ციხეში ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა

რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის, ოთარ ვარამაშვილის დის მტკიცებით, ბოლო ორი თვე არ იცოდა მისი ძმა ცოცხალი იყო თუ მკვდარი, რადგან ის ციხეში „დალაპარაკების გამო დასაჯეს“.

როგორც ბრალდებულის დამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამართალდამცველები მასთან სახლში უკვე იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სასამართლოზე გაიგეს.

"გაქცევის შემდეგ ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მოსული და მოხდა სახლის დათვალიერება. ჩემს ძმაზე მარტო ერთის თქმა შემიძლია - ძალიან კარგი პიროვნებაა და გაქცევის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა. ორი თვის განმავლობაში უბრალოდ დალაპარაკების გამო იყო დასჯილი, ტელეფონზე საუბრის უფლებაც არ ჰქონდა. ეს ორი თვე არც კი გვაგებინებდნენ ცოცხალი იყო თუ მკვდარი, ვერ ახერხებდა კონტაქტს, ვერც ვნახულობდით და ვერც ვიგებდით როგორ იყო. ეს გაასაჩივრა და ამაზე იყო სასამართლო დავა დანიშნული", - განაცხადა პატიმრის დამ.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გუშინ გაიქცა. მისი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი