"ჯვრისწერა 55 წლის შემდეგ..." - მოხუცი წყვილის ემოციური ფოტოსესია ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

"ჯვრისწერა 55 წლის შემდეგ..." - მოხუცი წყვილის ემოციური ფოტოსესია ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

"ჯვრისწერა 55 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ "... - Toro Photography-ის ამ ფოტოსესიას ქართველ ფეისბუქ-მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოგრაფ გიორგი ტორონჯაძის ფოტოსესიის გმირები მისი მეუღლის ბებია და ბაბუა - 80 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებმაც ჯვარი 55-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაიწერეს.

"ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა მსგავს ფოტოსესიას იღებ, ისე ვნერვიულობდი, მეგონა პირველად მეჭირა ფოტოაპარატი ხელში. ყველა კადრს სათუთად ვარჩევდი, თანაცხოვრებიდან 55 წლის მერე ნუკას ბებია პაპას დავწერეთ ჯვარი თელავში, ამ ულამაზეს ადგილზე, მიხარია, მეამაყება, რომ ამ ამბის მონაწილე ვარ", - წერს ფოტოგრაფი ფეისბუქის პირად გვერდზე.

AMBEBI.GE ამ გულისამაჩუყებელი ფოტოსესიის ავტორს პირადად დაუკავშირდა და მისგან საინტერესო დეტალები მოისმინა:

- ესენი ჩემი მეუღლის ბებია და ბაბუა არიან. შვილებს დიდხანს უნდოდათ მათ ჯვარი დაეწერათ, მაგრამ აქამდე ამას ვერ ახერხებდნენ, მე კი, როგორც სიძეს, ჯვრისწერაზე უარი ვერ მითხრეს, დაიწერეს ჯვარი და ფოტოებიც გადავიღეთ.

ამ ფოტოების გადაღებისას პატარა ბავშვივით ვღელავდი, რთულია 80 წლის ადამიანთან მუშაობა და იმ ემოციის გადმოცემა რაც მათ აქვთ. ძირითადად იმ დროს ვიღებდი ფოტოებს, როცა ამას ვერ ხვდებოდნენ ისინი, რადგან ბუნებრივი ემოცია აღბეჭდილიყო კადრზე.

- მოეწონათ ფოტოები?

- აღფრთოვანებულები არიან, არ ეგონათ ასეთი გამოხმაურება თუ მოყვებოდა. თვალზე ცრემლიც მოადგათ, როცა გამოხმაურებები ნახეს. 80 წლის ასაკში ასეთი ბედნიერების დანახვამ ორმაგად გამაბედნიერა. 55 წლის წინ პაპამ სამეგრელოდან წამოიყვანა თელავში ბებია, ჰყავთ ორი შვილი, 5 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი და ასე ცხოვრობენ ამდენი წელია...

- ადვილად დაითანხმეთ ბებო გვირგვინზე და ყვავილებზე?

- ბებია პირიქით უფრო მონდომებული იყო, უყვარს ფოტოების გადაღება. ბაბუა რთულად დავითანხმეთ "ბაბოჩკის" გაკეთებაზე, მაგრამ უარი მაინც ვერ გვითხრა. ჯვარიც მათ სახლთან ახლოს, ღვთისმშობლის ტაძარში დაიწერეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

Wedding after 55 years of love – Elderly couple’s incredible photo shoot in Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი