ისანში, სასტუმროს ეზოში "ყვითელი ავტობუსი" შევარდა - სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა

ისანში, სასტუმროს ეზოში "ყვითელი ავტობუსი" შევარდა - სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა

ისანში, სასტუმრო "რიჩის" ეზოში სამგზავრო ავტობუსი შევარდა. ავტობუსში დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

მათი უმეტესობა სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. არამიანცის ეზოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში 18 პაციენტია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.

წაიკითხეთ: ისანში სასტუმროს ეზოში ავტობუსის შევარდნის შედეგად 18 მგზავრი დაშავდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია