სასტუმრო "რიჩის" მენეჯერი ყვითელი ავტობუსის შეჯახების დეტალებზე საუბრობს

სასტუმრო "რიჩის" მენეჯერი ყვითელი ავტობუსის შეჯახების დეტალებზე საუბრობს

ისანში მდებარე სასტუმრო "რიჩის" მენეჯერის ინფორმაციით, ავარიის შედეგად სასტუმროს პერსონალიდან არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასტუმროს მენეჯერმა ზვიად თაბაგარმა განუცხადა, ამ ეტაპზე სასტუმროსთვის მიყენებული ზარალის შესახებ მხოლოდ ზოგადად შეუძლია საუბარი. მისივე განმარტებით, ზარალი ამ ეტაპისთვის 5 000 ლარს შეადგენს. როგორც თაბაგარმა აღნიშნა, შემთხვევა დაახლოებით დილის 9:00 საათზე მოხდა. მისი თქმით, ყვითელი ავტობუსი დიდი სიჩქარით დაეჯახა სასტუმროს ღობეს, გადაანგრია ღობე და შეეჯახა სასტუმროს შიგნით გაჩერებულ ავტომობილებს. შეჯახების შედეგად დაზიანებულია სასტუმროს ღობე წინა მხრიდან, ასევე დაზიანებულია სასტუმრო "რიჩის" ღობე, რომლითაც ის GTM Plaza-სგან არის გამოყოფილი.

ამ დროისთვის სასტუმრო "რიჩის" ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი