აივნიდან დანახული მთისა და შურისძიებით შეპყრობილი ოთარიკას ამბები - ნათია ფანჯიკიძის არდადეგები

აივნიდან დანახული მთისა და შურისძიებით შეპყრობილი ოთარიკას ამბები - ნათია ფანჯიკიძის არდადეგები

სოფელი ბევრს უყვარს. ქალაქის ხმაურს მოშორებული ადამიანი სულიერად ისვენებს და სოფლის გამჭვირვალე ჰაერს ღრმად ისუნთქავს...

გამონაკლისი არც ნათია ფანჯიკიძე გახლავთ. ყოველ წელს მშობლიურ რაჭას სტუმრობს, იქაურობას ეტრფის და რაჭული თავგადასავლებისა და შეგრძნებების შესახებ გვიყვება.

- ზაფხულობით დასასვენებლად რაჭაში ადიხართ ხოლმე. ტრადიციას ალბათ წელსაც არ დაარღვევთ.

- ჩემთვის რაჭა წმინდა ადგილია, იქ ფეხი უნდა დავდგა, სხვაგვარად არ შემიძლია. სოფელში პირველყოფილი თემური წყობილებასავით ყველანი ერთად ვართ, ჩვენს შვილებთან ერთად და დიდი ჟრიამული გვაქვს. ეს არის ჩვენი დღესასწაული, მაგრამ ამ ეტაპზე ირაკლი და მაია არჩევნების გამო, არ ვიცი, წამოსვლას რამდენად მოახერხებენ. წელს ნიკუშა და ნუცაც ვერ წამოვლენ, რადგან ნუცა ფეხმძიმედ არის, დიდ გზაზე მგზავრობას ვერ გავრისკავთ.

- რაჭველებზე მიამბეთ.

- ჩემს სოფელს ახალსოფელი ჰქვია, ამბროლაურის რაიონშია. სამწუხაროდ, იქ მუდმივი მცხოვრებლები აღარ დარჩნენ. უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ჩემს უბანში ცხოვრობდა, შარშანწინ გარდაიცვალა. რაჭა ხალხისგან დაცლილია. იქ ჩასვლისას გვერდით უბნებში მცხოვრები ადამიანები მხვდებიან. არადა, მახსოვს, ბავშვობაში რომ ავდიოდი, ყველა სოფელი ხალხით იყო სავსე. მათ ჰყავდათ ყველანაირი შინაური ცხოველი და ფრინველი. საოცრება იყო, როგორ მიდიოდა სახლისკენ ბატების "ოჯახი", როგორ ბრუნდებოდნენ უკან ძროხები, როგორ ღრუტუნებდნენ გოჭები... ძროხები ხომ ბინძურ წყალს არ სვამენ, სპეციალურად მათთვის არხი იყო გაკეთებული. უნდა გენახათ, იმ ადგილას რომ ჩერდებოდნენ წყლის დასალევად, როგორ იცავდნენ რიგს. ეს ისეთი ლამაზი სანახავი იყო, შემეძლო, საათობით მეყურებინა. ბუნებასთან ძალიან ახლოს ვიყავი და ეს დიდი ბედნიერება იყო.

- სოფელი მამამ შეგაყვარათ?

- ბაბუამ. მას ძალიან უყვარდა მგალობელი ფრინველები. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ქალაქიდან ჩადიოდა, იმ სოფლის თითქმის ყველა სახლის ეზოში, დღესაც ბაბუას დამყნობილი ხე დგას. მგალობელი ჩიტები განსაკუთრებით უყვარდა. თბილისშიც სულ გვყავდა, ბარტყებს აჩეკინებდა. კანარის ჩიტები ულამაზეს ცისფერ კვერცხებს დებდნენ, მერე პატარა ბარტყების გამოჩეკას იწყებდნენ, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა. ბაბუას მგალობელი ჩიტები იმდენად უყვარდა, მათ ხმაზე ცნობდა. იტყოდა ხოლმე, - ახლა შაშვი გალობს, ეს ღობემძვრალა მღერის... სხვათა შორის, მაშინ გალობით მეც შემეძლო გამომეცნო, რომელი ფრინველი იყო. ბაბუას დიდი როლი აქვს ნათამაშები ჩემს ცხოვრებაში, მისდამი მიჯაჭვულობას დღესაც ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი