"ის თითქმის ყველა გოგონას უყვარდა" - მსახიობი, რომელმაც ქართულ კინოში მამაკაცის ინტელექტუალური გმირის სახე შექმნა

"ის თითქმის ყველა გოგონას უყვარდა" - მსახიობი, რომელმაც ქართულ კინოში მამაკაცის ინტელექტუალური გმირის სახე შექმნა

ქართველი გრეგორი პეკი - ასე მოიხსენიებდნენ თენგიზ მუშკუდიანს ახალგაზრდობაში. საქართველოს სახალხო არტისტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვან სოლისტს, ბანს თენგიზ მუშკუდიანს ივნისში 89 წელი შეუსრულდა. მაღალი, სიმპათიური მამაკაცი 1956 წელს თითქმის ყველა გოგონას უყვარდა. ფილმ "აბეზარას" გმირმა გიორგი მუხაძემ სწრაფად გაითქვა სახელი და მისი როლის შემსრულებელს პოპულარობა მოუტანა. "კვირის პალიტრა" თენგიზ მუშკუდიანს ესაუბრა:

- ფილმის რეჟისორმა, ნიკოლოზ სანიშვილმა კონცერტზე მნახა და მითხრა, - მომეწონა შენი ხმაც და ტიპაჟიც, მინდა "აბეზარაში" გადაგიღოო... რომ მივედი, დამხვდნენ­ ლეილა აბაშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მარინე თბილელი, სესილია თაყაიშვილი... ვიფიქრე, აქ მე რა უნდა გავაკეთო-მეთქი.­ ძალიან ვღელავდი. ლეილა იყო და არის შესანიშნავი მსახიობი, იმდენად თავისუფლად გრძნობდა თავს კამერის წინ, მეც კი გადმომედო ეს თავისუფლება.

ერთი ამბავი მახსენდება: ფინალურ სცენაში ლეილასთვის უნდა მეკოცნა. გარშემო ხალხი იყო. ცოტა მორცხვი კაცი ვიყავი და არ გამომივიდა კოცნა არც პირველ ცდაზე, არც მეორეზე... ამასობაში ფირი დაიხარჯა. სანიშვილი გაბრაზდა. მეც გავბრაზდი და წამოვედი. შინ დაბრუნებულმა ვიფიქრე, - უფროსი კაცი შენიშვნას გაძლევს, შენ კი იხდი კოსტიუმს, იშორებ გრიმს და მოდიხარ... ეს რა დამემართა-მეთქი და საღამოს დავურეკე, მოვუბოდიშე. მეორე დღეს მივედი და გადავიღეთ ბოლო სცენა. გამომივიდა თუ არა, არ ვიცი...

- 1970 წელს იყო თქვენი მეორე კინოროლი­ ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", მიუხედავად საოპერო ცხოვრებისა, დათანხმდით ვახტანგ ტაბლიაშვილს ფილმში მონაწილეობაზე.

- სხვათა შორის, მინდოდა უარის თქმა, მაგრამ ვერ ვთქვი... პატარა როლია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან დატვირთული. "აბეზარაში" ჩემი თავი ვითამაშე და აქ უნდა მეთამაშა ჭიაბერი. მერე კიდევ იყო შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი. მე ვარ მომღერალი და ვერ მოვწყდი ჩემს საქმეს.

- არაერთი შთამბეჭდავი საოპერო სახე შექმენით. რომელს გამოყოფდით?

- ყველაზე რთული ბორის გოდუნოვი და მეფისტოფელი იყო. ფაუსტიც რთული­ როლია და დიდი მომზადება უნდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი