მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს

3 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, შმაგი თოდუამ (60) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თოდუამ გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ილმან მუხტაროვს 11-6 მოუგო, გაფრინდაშვილმა კი აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვს, 0-9-ის შემდეგ, სუფთად მოუგო.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა და მეხუთე ადგილს დასჯერდა რობერტ დინგაშვილი (50), რომელიც ყაზახ იერბულან სარკიტბაიევთან 6-12 დამარცხდა. ბრძოლას 1/4-ფინალში გამოეთიშა გივი მაჭარაშვილი (96).

4 სექტემბერს, მსოფლიოს პირველობის დასკვნით დღეს, მედლების მოპოვებას უკვე 55, 66, 84 და 120 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები შეეცდებიან და კახა ირემაძე, გიორგი სულავა, მექი სიმონია და ზურაბ ურთაშვილი იჭიდავებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი